საზოგადოება
"ფეისბუქის" არსებობის ისტორიაში პირველად, მომ­ხმა­რე­ბლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემცირდა
"ფე­ის­ბუ­ქის" არ­სე­ბო­ბის 18-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და.

კომ­პა­ნია Meta-მ 2021 წლის მე­ო­თხე კვარტლის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "ფე­ის­ბუ­ქის" ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით - 1.93 მი­ლი­არ­დი­დან 1.929 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და.

"ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი კი ყო­ვე­ლი­ვეს "ტი­კტოკს" აბ­რა­ლებს.

"ხალ­ხს დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვს, რო­გორ გა­ა­ტა­რებს დროს. ტი­კტო­კის მსგავ­სი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იზ­რდე­ბა", - ცი­ტი­რებს Washington Post-ი ცუ­კერ­ბერ­გის სი­ტყვებს.

ცუ­კერ­ბერ­გმა ისიც თქვა, რომ "მეტა" - კომ­პა­ნია, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში­ცაა "ფე­ის­ბუ­ქი","ინ­სტაგ­რა­მი" და "ვოთ­სა­პი" - აპი­რებს, მოკ­ლე ვი­დე­ო­ე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას თა­ვის აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში, რათა ტი­კტოკს გა­უ­წი­ოს კონ­კუ­რენ­ცია. ეს ცვლი­ლე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" უკვე და­ი­ნერ­გა Reels-ის სა­ხით და მარ­კის თქმით, ისი­ნი კვლავ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ვი­დე­ო­ფორ­მა­ტის პოს­ტე­ბის პრო­პა­გან­დას.

"ფე­ის­ბუ­ქის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აღი­ა­რებს, რომ მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი 20%-ით და­ე­ცა. ცნო­ბი­ლია, რომ კომ­პა­ნი­ას ბოლო 3 წლის მან­ძილ­ზე, ჯამ­ში, 20 მი­ლი­არ­დი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი "მე­ტა­ვერ­სის" პრო­ექ­ტებ­ზე. 

წყა­რო: ambebi.ge
| Print |