საზოგადოება
საფრანგეთმა საქართველო "წითელი ზონის" ქვეყნების სიიდან ამოიღო
საფრანგეთმა საქართველო "წითელი ზონის" ქვეყნების სიიდან ამოიღო - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ავრცელებს.

"წითელი სია ამ დროისთვის აღარ არის. საქართველოს დროშა გადაინაცვლებს ნარინჯისფერ ზონაში. ვაქცინის მქონე პირებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, რათა საქართველოდან იზოლაციის გარეშე შევიდნენ საფრანგეთში. მათ, ვისაც ვაქცინა არ აქვთ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ვიზიტის მიზეზი (უფრო ფართო სიიდან, ვიდრე ადრე) და უნდა მოემზადონ 7-დღიანი თვითიზოლაციისთვის", - წერს დიეგო კოლასი. 

mtavari.tv
| Print |