საზოგადოება
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |