საზოგადოება
სომხური ეკლესიისთვის სურბ სარქისის დღესასწაული დაიწყო
სურბ-სარქისობა მართლმადიდებლური დღესასწაული არ გახლავთ, მაგრამ ვინაიდან სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა, ქართველ ახალგაზრდებშიც პოპულარულია. ხალხში გავრცელებული აზრით, სურბ-სარქისის დღეები ქარიან ამინდებსაც ემთხვევა და ერთგავარად ასეც შეიძლება აიხსნას მის მიმართ ინტერესი.

დღესასწაული სომხეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მცოცავია, 2022 წელს კი 12 თებერვალს ემთხვევა.

დღესასწაულს წინ 5 დღიანი მარხვა უძღვის, ხოლო პარასკევს ღამით ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ, რომ სიზმარში საქმრო ან საცოლე ნახონ.

წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებშიც ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წმინდა სარქისი ყოველთვის დაიცავს მათ სიყვარულს.

მარილიანი კვერის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტებია საჭირო:
ს/კ ფქვილი
1/ჩ/კ მარილი
1 ს/კ წყალი

მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი. საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.

ლეგენდის მიხედვით, უნდა დაგესიზმროთ მომავალი საბედო, რომელიც წყალს დაგალევინებთ.
| Print |