საზოგადოება
ვახტანგ გომელაური რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა - 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.

ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.

| Print |