საზოგადოება
აქამდე არ მესმოდა ბევრი შვილის გაჩენისგან თავს რატომ იკავებდნენ - 4 ტყუპის მამა
ახალციხელი მიხეილ კაპერსკი და თეონა გოგოლაური მრავალშვილიანი მშობლები არიან. მათ ეს სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღეს, როდესაც ერთდროულად ოთხი შვილი დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა შეეძინათ.

ახალბედა მშობლები იმ სირთულეებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც ბავშვების დაბადების შემდეგ აღმოჩნდნენ. მიხეილი ამბობს, რომ თუ ადრე არ ესმოდა მშობლების, რომლებიც ერთი ან ორი შვილის შემდეგ ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებდნენ, ახლა უკვე კარგად იცის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მისი თქმით, მრავალშვილიანი მშობლები სახელმწიფოსგან საჭირო მხარდაჭერას ვერ გრძნობენ და ფინანსური პრობლემებიც ნელ-ნელა თავს იჩენს.

ოთხი ტყუპის მშობლები, საუბრობენ იმაზეც, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, სადაც ბავშვების სუფთა ჰაერზე გასეირნებას შეძლებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა განახორციელა. დახმარებით სარგებლობა მხოლოდ 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიან ოჯახებს შეეძლოთ. 4 შვილის შემთხვევაში ოჯახის ერთჯერადი დახმარება 400 ლარს შეადგენდა, ყოველ მომდევნო შვილზე კი თანხა 100 ლარით იზრდებოდა.

მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ უფრო ვრცლად "მეცხრე არხი" გადაცემაში ,,ახალგაზრდული შოუ" შემოგთავაზებთ.

| Print |