საზოგადოება
ახალციხეში უსახლკაროების რაოდენობა იზრდება, თავშესაფრის შენობა კი მეშვიდე წელია უფუნქციოა
მიტოვებულ და ავარიულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები დახმარების მოლოდინში არიან. ახალციხის სკოლა-პანსიონისა და კომისარიატის ყოფილ შენობებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დროებითი თავშესაფრის დატოვებას მეპატრონე და სასამართლო სთხოვს, წასასვლელი კი არსად აქვთ. თვითმმართველობა მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, მეშვიდე წელია უფუნქციოა და დანიშნულება ვერ მოუძებნეს შენობას, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს უკვე 200 000 ლარი დაუჯდა.

| Print |