საზოგადოება
შშმ პირთა საჭიროების განსაზღვრა და მათი ეკონომიკური აქტივობის გაზრდა - შეხვედრა ახალციხეში
რა უშლის ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და ინტეგრაციას - ამ საკითხზე იმსჯელეს ახალციხეში.

შეხვედრას შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სოციალური სამსახურის და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიის დროს განიხილეს სლოვაკეთის გამოცდილება შშმ პირთა დასაქმების სფეროში და საკანონმდებლო ხარვეზები საქართველოში. მოხდა რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმის წარდგენა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს შშმ პირთა დასაქმების პოლიტიკა საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემაა ქუჩების და შენობების ადაპტირება და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არარსებობა.

შეხვედრა პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საზოგადოება „ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია „TENENET” ერთობლივად ახორციელებენ. მას სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი სამცხე-ჯავახეთში ბორჯომსა და ახალციხეში ხორციელდება.

რეგიონში პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“. პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირთა საჭიროების განსაზღვრას, მათი ეკონომიკური აქტივობის გაზრდას და ადაპტირებული სამუშაო ადგილების მოწყობას.

| Print |