საზოგადოება
ახალციხეში ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

10-მა ადგილობრივმა ხელოვანმა მათ მიერ დამზადებული სამკაულები, ნაქარგები, აქსესუარები და ტკბილეული რესტორან „ოლდ ბარის“ ტერიტორიაზე გამოიფინა. მსურველებს მათი შეძენა შეეძლოთ.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს მიეძღვნა. გამოფენის მონაწილეებმა ნივთებიც ამ თემატიკის გარშემო შექმნეს.

გამოფენის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები საქართველოსთვის“. მისი ხელმძღვანელი ნათია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ღონისძიების მიზანი ადგილობრივი ქალი ხელოვანების პოპულარიზაციაა.

ორგანიზაცია სააღდგომოდ მასშტაბური გამოფენის მოწყობას გეგმავს. მანამდე კი რვა მარტს ახალციხეში ქალი მწერლების მონაწილეობით, საღამოს მოწყობაა დაგეგმილი.


| Print |