საზოგადოება
ახალციხეში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ახალციხეში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ინიციატივა ადგილობრივმა ნიკოლოზ ბეგიშვილმა სოციალურ ქსელში გააჟღერა.

აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, სადაც მონაწილეობა ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გული შესტკივა და ვისთვისაც რუსეთის ქმედებები მიუღებელია. 

"ის რაც ხდება უკრაინაში და მოხდა/გრძელდება საქართველოში არის ყოვლად მიუღებელი. რუსეთი არის დამპყრობელი და მოძალადე სახელმწიფო. სწორედ ამიტომ დღეს 18:00-ზე ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით ახალციხელები, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ საქართველოს ძირ-ძველი ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეკრება არის სრულიად აპოლიტიკური. ეს არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირებით" - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბეგიშვილი.

| Print |