საზოგადოება
ევროკავშირში მზად არიან, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღონ - როიტერი
ევროკავშირი მზად არის, მიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები იყო „დაუყოვნებლივი“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება.

| Print |