საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი უკრაინელებისთვის დონაციის აქციას იწყებს

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან" თანამშრომლობით უკრაინის მხარდასაჭერად იწყებს დონაციის აქციას.

დონაციის აქცია გაიმართება 7 მარტს 10:00 საათიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

რა უნდა იცოდე, რომ გახდე სისხლის დონორი:

  • სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.
  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.
  • სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე,
  • თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი BB და c, შიდსი, სიფილისი;
  • არ ხართ დაავადებული მალარიით;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
  • ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;

სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოს და მიიღოს ტკბილი ჩაი;
სისხლის ჩაბარების დღეს თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან;
დონაციის დღეს დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით:
სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ;
კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.

სისხლის ჩაბარების წინ:

ექიმი გამოჰკითხავს დონორს ჯანმრთელობის მდგომარეობას, უზომავს წნევას, დონორი ავსებსკითხვარს. ლაბორანტი ადგენს სისხლის ჯგუფს და რეზუს, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.ჩაბარებულ სისხლს უტარდება გამოკვლევა:
  • სისხლის გზით გადამდებ ინფექციებზე: აივ ინფექცია/შიდსზე, B BB და c ჰეპატიტებზე, სიფილისზე.
  • სისხლის ჯგუფზე და რეზუსზე;
  • სისხლში ჰემოგლობინის შემცველობაზე.
  • გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად, დახურულ კონვერტებში (კონვერტს აწერიადონორის სახელი და გვარი).
| Print |