საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი დღეიდან იწყებს მარხვას - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეიდან მარხვა დაიწყო.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილმა სავარაუდოდ ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი გადაიტანა.

„სავარაუდოდ, როგორც ჩანს, გადაიტანა კოვიდი, იმიტომ, რომ მსუბუქი ფორმებით არის ბოლო შტამი. უკვე გამოჯანმრთელებულია. მარხვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ეს ის თემა არ არის, რაშიც მე შეიძლება ჩავერიო. ეს არის პოლიტიკური და პროტესტის ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარხვა არის მარხვა და ის დღეიდან იწყებს მარხვას“, - განაცხადა მეუფემ.
| Print |