საზოგადოება
სახელმწიფო უკრაინის მიმართ იჩენს მაქსიმალურ მხარდჭერას - ახალციხის მერი
უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამაც გაამზადა.

რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოქალაქეებისთვის, თვითმმართველობამ მედიკამენტები და არამალფუჭებადი პროდუქტი შეიძინა. ახალციხის მერის თქმით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარამდე გამოიყო.

ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ტვირთს უახლოეს დღეებში გადაიტანენ სივრცეში, საიდანაც ფრონტის ხაზზე გაიგზავნება. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს და საკმარისია ის მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინის მიმართ გამოხატავს.

| Print |