საზოგადოება
ქარბუქის საშიშოების გამო ჯავახეთში მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.

ქარბუქის საშიშროებაა ჯავახეთში, ამიტომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფარავნის უღელტეხილზე ყოველ დღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
| Print |