საზოგადოება
ხანძარი ახალციხეში
ახალციხეში, დაახლოებით 17:30 სთ-თვის სტადიონთან ახლომდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო სამსახურის ორი მანქანა და პოლიციის ეკიპაჟი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხეში, ცენტრალურ სტადიონთან, ე.წ. ატეკას შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევა დღეს, 19 მარტს მოხდა, ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი ერთ-ერთ ოთახში, შენობაში შესულმა ბავშვებმა დაანთეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
| Print |