საზოგადოება
ახალციხეში მცხოვრებმა ბერძნებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
25 მარტს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა კავშირი "პატრიდას" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საბერძნეთი და სხვადასხვა ქვეყნების ბერძნული დიასპორა ამ დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.

მე-14 საუკუნის შუა წლებში ოსმალეთის იმპერიამ ნაწილ-ნაწილ დაიპყრო საბერძნეთის ტერიტორიები. 1453 წლის 29 მაისს დაეცა კონსტანტინოპოლი. ბერძნებს ერთი დღეც კი არ შეუწყვეტიათ ბრძოლა თავისუფლებისთვის. 1821 წლის 25 მარტს კალავრიტის წმინდა ლავრაში პირველად გაისმა მოწოდება "თავისუფლება ან სიკვდილი". მიტროპოლიტმა გერმან პარტსკიმ აღმართა რევოლუციის დროშა. ბრძოლები დამოუკიდებლობისთვის მიმდინარეობდა ბერძნებით დასახლებული თურქეთის, ეგვიპტის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და რუსეთის ტერიტორიებზე. ბრძოლაში კონსტანტინოპოლიც ჩაერთო. აჯანყებულებს მხარს უჭერდნენ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში არსებული მდიდარი ბერძნული თემები. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბერძნებს შეუერთდნენ მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბრძოლა 8 წელს გაგრძელდა. ბოლოს 1829 წელს თურქეთმა აღიარა საბერძნეთის დამოუკიდებლობა.

1830 წლის 3 თებერვალს, ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ლონდონის პროტოკოლს და ცნეს საბერძნეთის დამოუკიდებლობა.

| Print |