საზოგადოება
ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლიდან უწევენ - "ფლანგვის დეტექტორი"
"კონსერვატიული მოძრაობის" ოფიციალური ვებ-გვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს - ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჰოსტის ლოკაციის მიხედვით, პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.

"პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატიული მოძრაობა" 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანება პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ დააფუძნა. კონსერვატიული მოძრაობის თავჯდომარეა ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. "კონსერვატიული მოძრაობა" გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით.

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს. ჰოსტის ლოკაციის მიხედვით პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.

საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც რომ 14 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განცხადა რომ კონსერვატიული მოძრაობის დელეგაცია გეგმავს რუსეთში წასვლას და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკების გამართვას"
- წერია "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში.
| Print |