საზოგადოება
ახალციხეში, ვლადიმერ ინასარიძის დასახმარებლად, ახალგაზრდებმა "ბანერების აქცია" წამოიწყეს
ახალციხეში საზოგადოება ამჯერად 12 წლის ვლადიმერ ინასარიძის დასახმარებლად ერთიანდება. ახალგაზრდებმა რამდენიმე დღეა ქალაქში ე.წ. "ბანერების აქცია" დაიწყეს. ქალაქის შესასვლელებში და ცენტრში მეგობრები საკუთარი ხელით გაკეთებული ბანერებით, საზოგადოებას ლადოს გადარჩენისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორი 12 წლის ბიჭის ნათესავი ნიკა ხუციშვილია. მისი თქმით, რაც მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება აქციაში, მით მეტი ლოკაციის ათვისება მოხდება. სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნიკა ხუციშვილს მიმართონ.

პარალელურად სოციალურ ქსელში ვლადიმერ ინასარიძის დასახმარებლად სპეციალური ჯგუფი "ერთად ლადოსთვის" შეიქმნა. სადაც დაგეგმილ აქტივობებზე, შემოწირულობებსა და ლადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ყოველდღიურად ხდება. ჯგუფიდან ვარკვევთ, რომ სრულიად უცხო ადამიანები საკუთარ ნივთებს 12 წლის ბიჭის დასახმარებლად ყიდიან.

ვლადიმერ ინასარიძეს ავთვისებიანი სიმსივნე აგრესიულ ფორმებში დაუდგინდა. იგი სამკურნალოდ, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, 27 მარტს გაემგზავრა. როგორც ნიკა ხუციშვილი განმარტავს, სამედიცინო დაწესებულება ყოველთვიურ გადასახადს დათანხმდა, რაც ერთ თვეში 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. მკურნალობის კურსი, პირველადი შეფასებით, 7 თვეს მოიცავს. ჯამში ლადოს მკურნალობა ოჯახს, 84 000 დოლარი უჯდება.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი: GE13BG0000000890644100 - მიმღები გურამი ინასარიძე;

თიბისი ბანკი: GE98TB7207145068100021 - მიმღები კარინე პოღოსიან;

ლიბერთი ბანკი: GE46LB0711122969491000 – მიმღები კარინე პოღოსიან.
| Print |