საზოგადოება
ახალციხის მერი აშშ-ს საელჩოსა და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს ახალციხის მერთან შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა. მაიორი დანიელ სეკულა ირაკლი ლაზარაშვილს შეხვდა.

ამერიკის საელჩომ 2021 წლის ზაფხულში, ახალციხის მუნიციპალიტეტს კარვები, გენერატორები და საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მძიმე აღჭურვილობა გადასცა. დანიელ სეკულა დაინტერესდა, რამდენად სარგებლობს მუნიციპალიტეტი გადაცემული ტექნიკით.

დღესვე გაირკვა, რომ ვალეს სამედიცინო ცენტრს სპეციალური აპარატურა გადაეცემა. სეკულა იმედოვნებს, რომ ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში რეგიონის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.

წელს ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. დღევანდელი შეხვედრაც აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.

| Print |