საზოგადოება
7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმოს დაარსების თარიღს - 1948 წლის 7 აპრილს.

ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
2022 წლის მთავარი თემაა "ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა".

"პანდემიის შუაგული, დაბინძურებული პლანეტა, მზარდი დაავადებები, როგორიცაა კიბო, ასთმა, გულის დაავადება, 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ყურადღება გაამახვილებს გადაუდებელ ქმედებებზე, რომლებიც საჭიროა ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 13 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია გარემოსდაცვითი მიზეზებით. ეს მოიცავს კლიმატის კრიზისს, რომელიც კაცობრიობის ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საფრთხეა. კლიმატის კრიზისი ასევე ჯანმრთელობის კრიზისია "
- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.


| Print |