საზოგადოება
დაბა ასპინძაში "კონსერვატული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა
დღეს, 8 აპრილს „კონსერვატიული მოძრაობის" მორიგი ოფისი დაბა ასპინძაში გაიხსნა. ინფორმაცია პარტიის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. მათივე ცნობით, ადგილობრივ ოფისს ალექსანდრე ნადიბაიძე და ვანო ჩოხელი უხელმძღვანელებენ. ოფისი თამარ მეფის ქუჩაზე, N2-ში მდებარეობს.

"პარტიაში გაწევრიანების ან ხელმძღვანელობასთან გასაუბრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დღეიდან ზემოთაღნიშნულ მისამართზე მდებარე ოფისში მივიდნენ" - ვკითხულობთ "კონსერვატიული მორაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფისები უკვე გახსნილია ახალციხეში და ადიგენში, ბორჯომში ნინოწმინდასა და ახალქალაქშიც. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პარტია მედიაორგანიზაცია "ალტ ინფომ" დააფუძნა, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებენ.
| Print |