საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
დღეს, 9 აპრილს, თბილისის დროით, 06:30 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონთან, კონკრეტულად კი სოფელ ფსორში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.
| Print |