საზოგადოება
ახალციხის ნაწილს ელქტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ავარიული დაზიანების გამო, გათიშულია ქალაქის ფიდერი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოს ფოსტის მიმდებარედ ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

"ადგილზე ჯგუფი უკვე მუშაობს და ელექტროენერგიის აღდგენა მთელ ქალაქში მალევე მოხდება", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

| Print |