საზოგადოება
შემცირდეს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რუსეთზე დამოკიდებულება - საზოგადოებრივი ორგანიზაციები

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. სამოქალაქო საზოგადოება ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და საინფორმაციო დამოკიდებულება რუსეთზე.

სამცხე-ჯავახეთის არაერთი მკვიდრი რუსეთში სეზონურ სამუშაოზე დადიოდა და იქიდან გადმორიცუხული ფულით ახერხებდა ოჯახის რჩენას. ასევე, რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები რჩება ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ რეგიონში.

წერილზე ხელისმომწერი ორგანიზაციები ფიქრობენ, შექმნილი მდგომარეობა არის შანსი, რომ მიზნობრივი პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფომ შეამციროს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთზე და დააჩქაროს მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ტურიზმის წახალისებით შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლების გაჩენა. ასევე, შესაძლებელია ამ ადამიანების ჩართვა ევროპის ქვეყნებში დასაქმების არსებულ პროგრამებში.
| Print |