საზოგადოება
ახალციხის ციხეზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება იზრდება
2022 წლის 1-ელი მაისიდან, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალციხის ციხის" ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბილეთის ფასი განსხვავებულია უცხოელი ვიზიტორებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის:

  • უცხოელი ვიზიტორი - 18 ლარი.
  • საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 7 ლარი.
  • სტუდენტი (უცხოელი) - 15 ლარი.
  • სტუდენტი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 3 ლარი.
  • მოსწავლე (უცხოელი) – 12 ლარი.
  • მოსწავლე, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 2 ლარი.
  • პენსიონერი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 3 ლარი.
| Print |