საზოგადოება
ასპინძის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 26 აპრილს 13:00-დან 15:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტოლოშში, ხიზაბავრაში, მირაშხანში, თმოგვში, ნიალაში, ფანაქეთსა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |