საზოგადოება
გაუფრთხილდი დედამიწას - ახალციხეში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა

"გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ!" - ამ სლოგანით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დედამიწის დღე აღნიშნეს. ასოციაცია "ტოლერანტის“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებაზე ნარჩენებისგან დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, გაიმართა მეორადი ნივთებით დამზადებული სამოსის ჩვენება და კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოებები

ღონისძიება პროექტის „ნარჩენების ეფერქტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ აფინანსებს.
| Print |