საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს, კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში 24 აპრილს, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

ქართველ მებრძოლ კასრაძეს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ესენი არიან: ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
| Print |