საზოგადოება
ახალციხეში რაბათის ხელოვნური ტყის დასასუფთავებლად აქცია დაიგეგმა
ახალციხეში რაბათის ხელოვნური ტყის დასასუფთავებლად აქცია დაიგეგმა. ინფორმაციას ზრდასრულთა განათლების ცენტრი ავრცელებს და მსურველებს დასუფთავების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს. აქცია 29 აპრილს 11:00-15:00 საათზეა დაგეგმილი.

"თუ გსურთ, ჩვენს ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცის გაჩენას შეუწყოთ ხელი, შემოგვიერთდით რაბათის ხელოვნური ტყის დასუფთავების აქციაზე. 29 აპრილს 11:00-15:00 საათზე ახალციხეში. აქციის ინიციატორები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ტყის დასუფთავებით, ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობენ, სადაც ზაფხულის სიცხეს თავს შეაფარებენ და სუფთა ჰაერზე ისეირნებენ.
| Print |