საზოგადოება
ახალციხე - ურაველის გზაზე კლდე ჩამოიშალა
ფოტო: ეკა ინასარიძე

ახალციხე-ურავლის გზაზე კლდე ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შემდეგ, გარკვეული დროით მოძრაობა შეზღუდული იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზა ნაშალი მასალისგან უკვე გაწმენდილია და საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.
,,გზის ნაწილი გავასუფთავეთ, მოძრაობა გახსნილია. ხვალისთვის ვაპირებთ ტექნიკის მობილიზებას, რადგან დიდი მასაა გასაწმენდი. გზაზე წელს გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა", - ამბობს სოფელ ურაველში მერის წარმომადგენელი ემზარ ოქრომელიძე.

ახალციხე-ურავლის დაკამავშირებელი გზით ხუთი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. 
| Print |