საზოგადოება
როგორია მდინარეში გადავარდნილი ქალის მდგომარეობა? (video)

მდინარე ფოცხოვში გადავარდნილი ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორი გია ბარძიმაძე აცხადებს, რომ პაციენტი უგონო მდგომარეობაში იყო. მას გაეწია ყველა საჭირო დახმარება და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

,,კლინიკაში შემოიყვანეს 33 წლის ქალბატონი, შოკურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო დახმარება და ამჟამად პაციენტი გონზეა და კონტაქტურია. გარეგნული დაზიანებები არ აქვს და უტარდება დამატებითი გამოკვლევები" - აღნიშნა ბარძიმაძემ.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა დაახლოებით პირველის ნახევარზე მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი მდინარიან მეზობელმა გამოიყვანა.

,,დავინახე, რომ სასწრაფო და პატრული მოდიოდა. თავიდან თქვეს, რომ პატარა ბავშვი გადავარდაო, მერე ქალი აღმოჩნდა. ამბობენ, მეზობელმა ამოიყვანა წყლიდანო" -აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი მარია კირაკოსიანი.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მდინარე ფოცხოვში 33 წლის ქალი დღეს, 10 მაისს გადავარდა.
| Print |