საზოგადოება
ახალციხელი ფაცია მოდებაძე 100 წლის გახდა
ახალციხელ ფაცია მოდებაძეს ერთი საუკუნე შეუსრულდა. იგი შვიდი შვილის დედაა, რის გამოც გმირი დედის ტიტული და ჯილდო აქვს მიღებული. ახალგაზრდობაში ფაცია კოლმეურნეობის მუშაკი იყო.

ბოლო ოთხი წელია, გადაადგილება უჭირს, ამიტომ მთელი დროის განმავლობაში, ძირითადად წევს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ორი 99 წელს გადაცილებული და ერთი 100 წლის პირია რეგისტრირებული. მათთვის მერია წელიწადში ერთხელ, 500 ლარის ოდენობით, ერთჯერად დახმარებას გასცემს.
| Print |