საზოგადოება
ბორჯომში, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკიდან გაწერეს
ბორჯომში, მეუღლის მიერ დაჭრილი 37 წლის ქალი, რომელსაც ცივი იარაღით 16 ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოდან გაწერეს. კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" ხელმძღვანელის ირაკლი დიასამიძის თქმით, იგი სახლში გუშინ, 13 მაისს გადაიყვანეს.

"პაციენტი ბინაზე გაწერილია. სტაბილურად არის, ნორმალურად გრძნობს თავს" - აღნიშნავს ირაკლი დიასამიძე.

ქალს სამი ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

შემთხვევა 1 მაისს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით მამაკაცმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა.

ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს აღიარებს.
| Print |