საზოგადოება
“IDS ბორჯომის" გენერალური დირექტორი ქარხნებში დასაქმებულებს შეხვდება
პროფკავშირების ინფორმაციით, 17 მაისს, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებს, “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერლური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი შეხვდება. მასთან შეხვედრას თავად დასაქმებულები ითხოვდნენ, თუმცა მაჭავარიანი მათ არ ხვდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, დაანონსებულ შეხვედრებამდე, ბორჯომის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, გიორგი დიასამიძესთან ერთად, გაფიცვის ადგილზე დასაქმებულებს შეხვდება.

"სამწუხაროდ ივანე მაჭავარიანს ცოტა დააგვიანდა დასაქმებულებთან შეხვედრა თუმცა, აღნიშნულ საკითხს ხვალ 17 მაისს 11:00 საათზე პირველი ქარხნის წინ “გაფიცვის ადგილას” მაინც განვიხილავთ" - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.


შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელისრუსი ოლიგარქის სანქცირების შემდეგ, მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ 49 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა, დანარჩენს კი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის პირობებიც დასაქმებულებისთვის მიუღებელია.
| Print |