საზოგადოება
ბორჯომის პროცესების ირგვლივ "შავი პიარი" დაიწყება - გიორგი დიასამიძე
"პროფკავშირების" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე, ბორჯომის პროცესების ირგვლივ,  ჯგუფის ლიდერებს, ე.წ. "შავი პიარის აგორებაზე" აფრთხილებს. ამის შესახებ დიასამიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ხალხის დაყოფა შეშინება, მოსყიდვა ვერ მოახერხეს, ამიტომ ახლა ლიდერების "გაშავებას, პოლიტიკური ან სხვა იარლიყების აკიდებას" შეეცდებიან. ირაკლი დიასამიძის აზრით, ამით ეცდებიან ხალხს გაუჩინონ განცდა, რომ მსგავსი ადამიანების გვერდით დგომა დამღუპველი, ან არაფრის მომცემია. საერთო აზრის დაყოფისა და დაპირისპირების შემდეგ კი საპროტესტო მუხტის შემცირებას, ან გაქრობას ეცდებიან.

"მე ეს ყველაფერი უამრავი გაფიცვის ორგანიზების გამოცდილებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში უკვე გამოვცადე...

თუმცა ბორჯომის ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერებს გაფრთხილებთ, შესაძლოა მომავალში თქვენზე გაიგოთ ბევრი ისეთი ჭორი რამაც შეიძლება სამართლიანად გაგაბრაზოთ, გაგაღიზიანოთ, წყობილებიდან გამოგიყვანთ, მაგრამ არაუშავს არ ინერვიულოთ, რადგან როდესაც მსგავსი რამ მოხდება იცოდეთ, რომ იმაზე ძლიერები ხართ ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რადგან მათ ტყუილები სჭირდებათ თქვენს დასამარცხებლად ტყული კი სიმართლეს ვერასოდეს დაამარცხებს!"
- წერს "პროფკავშირების" თავმჯდომარე. 

გიორგი დიასამიძე, ბორჯომის ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად, "IDS ბორჯომის" თანამშრომლების უფლებებს იცავს.
| Print |