საზოგადოება
ახალციხელ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უამბეს

"ევროპის დღეების" ფარგლებში ახალციხეში საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანაც მათი წევრი გახდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში "ევროპის დღეები" უკვე მეათედ ტარდება. მისი მიზანია საზოგადოებამ ევროკავშირის, არსებული პერსპექტივების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღოს და ქართველმა ხალხმა გაცნობირებული არჩევანი გააკეთოს.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ "ევროპის დღეებს" სამეგრელო უმასპინძლებს.
| Print |