საზოგადოება
გთხოვთ, ნუ დაურიცხავთ სესხებზე ჯარიმებს - "პროფკავშირები" TBC ბანკს მიმართავს
"პროფკავშირები" თიბისი ბანკს "IDS ბორჯომის" თანამშრომლებთან დაკავშირებით მიმართავს და სთხოვს ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმები არ დაურიცხონ. როგორც "პროფკავშირების" მიმართვაში ვკითხულობთ, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებს ბანკის სესხები აქვთ, რომელსაც ვეღარ იხდიან. ამის მიზეზი კი არის ისე, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ მათ აპრილის თვის ანაზღაურება არ ჩაურიცხა.

აიდიეს ბორჯომი საქართველოს” თანამშრომლები ხელფასს TBC-ბანკში იღებენ. სამწუხაროდ კომპანიის უსამართლო და დისკრიმინაციული ქმედებების გამო არ ჩაურიცხეს ხელფასი დასაქმებულთა ნაწილს, რაც ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებათ თქვენი ბანკის 250-ამდე მომხმარებელს, რომლებიც ბორჯომის ქარხნაში არიან დასაქმებულები.

გთხოვთ, გააკეთეთ მათთვის სიკეთე და დასაქმებულებს, რომლებსაც გადაუცდათ სესხის ვალდებულებები ნუ დაურიცხავთ ჯარიმებს ხელფასის ჩარიცხვამდე", -
ნათქვამია "პროფკავშირების მიმართვაში.

აპრილის თვის ანაზღაურება "IDS ბორჯომის" თანამშრომლების მხოლოდ იმ ნაწილმა მიიღო, რომლებიც ახალ პირობებს დათანხმდნენ და შრომით ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ხელფასი ასევე ჩაერიცხა სამსახურიდან გათავისუფლებულ 49 პირს. დანარჩენებს კი კუთვნილი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს.
| Print |