საზოგადოება
რა ღონისძიებები ჩატარდება 26 მაისს ახალციხეში
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ახალციხეში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები. 

საღამოს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება. თბილისის ბიგ ბენდის სოლისტებთან ერთად, მარიკო ებრალიძე, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, ნინი გველესიანი, ნესტან ჯიბლაძე და მაია ბარათაშვილი იმღერებენ.

კონცერტი განათლების სამინისტროს დაფინანსებით და ორგანიზებით იმართება. ახალციხის მერია კი ადგილობრივი ანსამბლების მობილიზებას უზრუნველყოფს.
| Print |