საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საჯარო ინფორმაციის გაცემით, ბოლო ადგილზეა - IDFI
"ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2021 წელს საჯარო სამსახურებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მონიტორინგი განახორციელა. შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გუბერნიების რეიტინგში ბოლო ადგილზეა.

გასულ წელს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან IDFI-მ 18 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აქედან, 10-ზე სრულყოფილი, ხოლო ერთზე არასრულყოფილი პასუხი მიიღო, 1-ზე უარი ეთქვა, 6 კი უპასუხოდ დარჩა. რაც შეეხება კანონით დადგენილ ვადებს, 10 დღიანი ვარდა არცერთ მათგანზეა დაცული.

2021 წელს IDFI-ის ყველა მოთხოვნაზე სრულყოფილად და 10 დღიანი ვადის დაცვით არცერთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, არ უპასუხია. მათ შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 99% - აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომლემაც IDFI-ს ყველა მოთხოვნას, კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით, თუმცა სრულყოფილად უპასუხა.

სხვა გუბერნატორების ადმინისტრაციების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 35%-დან 96%-მდე მერყეობს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს 2010 წლიდან ახორციელებს.

IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად 2021 წელს, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
| Print |