საზოგადოება
აბასთუმანში, სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა 23 მაისს მოხდა. 38 წლის მამაკაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პირველადი დახმარების აღმოჩენის და კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი - მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ კაცი Autograph Collection-ის შენობიდან, 25 მეტრიდან გადმოვარდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის დროს. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - შინაგან საქმეთა სამინისტროდან მეორე დღეა პასუხი არ მიგვიღია.
| Print |