საზოგადოება
25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი მუშა ამწეს ოპერატორი იყო

სასტუმროს მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მუშამ აბასთუმანში მუშაობა ხუთი დღის წინ დაიწყო. კოლეგების თქმით, ის ამწის ოპერატორი იყო. თანამშრომელთა ნაწილი პირად საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა სხვა დეტალებზე არავინ საუბრობს.


აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა 23 მაისს გადმოვარდა. 38 წლის მამაკაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პირველადი დახმარების აღმოჩენის და კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Autograph Collection-ის შენობიდან, 25 მეტრიდან გადმოვარდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის დროს. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - შინაგან საქმეთა სამინისტროდან მეორე დღეა პასუხი არ მიგვიღია.
| Print |