საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მოხალისე მაშველები გადამზადდნენ
სამცხე-ჯავახეთში მოხალისე მეხანძრეები და მაშველები გადამზადდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოხალისეებმა პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოადგინეს.

„სწავლება მოიცავდა როგორც სახანძრო, ასევე, სამაშველო მიმართულებებს და მასში სულ 40 სამოქალაქო პირი იყო ჩართული. ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოხალისეთა ერთობლივ გუნდებს შესაბამისი სწავლება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს " - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.
| Print |