საზოგადოება
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გრძელდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ახალციხეში სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს შეიარაღებასა და აღჭურვილობას აცნობენ.

26 მაისის ძირითად ღონისძიებებს ახალციხის ციხე მასპინძლობს. აქ დილიდან მოეწყო თემატური ინსტალაციები, საგამოფენო და ბავშვთა გასართობი სივრცე,პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს გამოფენილი აქვთ ნამუშევრები.

დღის განმავლობაში დაგეგმილია თეატრალური ნოველები, სპორტული და გასართობი შეჯიბრებები, კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიებას თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი დაასრულებს.
| Print |