საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები დაარსებულია ევროკავშირის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს დაეხმაროს იმ ჯგუფებს, ვისაც უძნელდება დასაქმების გზაზე არსებული დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვა. აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გადამზადების პროგრამა.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES) ხელმძღვანელობით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), ააიპ დემოკრატიის დანვითარების სააგენტოს (DDA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აქტიური მონაწილეობით.
| Print |