საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიას ახალი ტელესკოპი შეემატება

2023 წლის ბოლოს, აბასთუმნის ობსერვატორიას ახალი, თანამედროვე 1.5 მ. დიამეტრის ტელესკოპი და გუმბათი შეემატება, რომელიც ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი დაუჯდება.

ამ და ობსერვატორიაში დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განათლების სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ობსერვატორიის დირექტორმა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და განვითარების კონცეფციის შესახებ ისაუბრა. რეზო ჭანიშვილის თქმით, ამჟამად დაწყებულია სამუშაოები მთა ყანობილზე ასტრონომიული მულტიმედია სივრცის და სამეცნიერო ტურიზმის ცენტრის მოსაწყობად.
| Print |