საზოგადოება
,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა გადაიდო

,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგძლივდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტ "კარწახი"-ს მიმართულებით, რომელიც ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მუშაობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "ვალეს" საბაჟო-გამშვები პუნქტის დროებით დახურვის შესახებ ინფორმაცია 29 მარტს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პუნქტს სამუშაო პროცესი 25 მაისიდან უნდა აღედგინა.
| Print |