საზოგადოება
სანამ არ დაუწვიათ, არ გაჩერებულან - ირაკლი კურტანიძე

ბოლო პერიოდში გახშირდა სანაგვე ურნების დაწვის ფაქტები. ახალციხის სერვის ჯგუფის მთავარი ინჟინერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის ვალია.

ირაკლი კურტანიძის თქმით, დასუფთავების ჯგუფს ახალციხიდან ნარჩენები დღეში ორჯერ, ხოლო სოფლებიდან ყოველდღიურად გააქვს. ამბობს, რომ ურნაში ხშირად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა მოსახლეობა სამშენებლო და სხვა ტიპის ნარჩენებსაც ყრის, რომლის გატანაც მათ არ ევალებათ.

მთავარი ინჟინერი იმასაც იხსენებს, რომ ურნები არც თუ იშვიათად განზრახაც დაუწვიათ.
| Print |