საზოგადოება
გაფიცვის მეორე დღე ბორჯომში - მუშების მოთხოვნები უცვლელია
გაფიცვის მეორე დღე ბორჯომში - პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - 50 გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენა, აპრილის თვის ხელფასის ჩარიცხვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ასევე ადმინისტრაციიდან იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც მუშები შანტაჟში, მუქარასა და იძულებაში ადანაშაულებენ. გაფიცვა უვადოა, გაგრძელდება იქამდე, სანამ დასაქმებულები და დამსაქმებელი შეთანხმებას არ მიაღწევს.

მუშების პროტესტს განცხადებით გუშინ გამოეხმაურა პირველი ქარხნის დირექტორი. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. კომპანიის მთავარი მიზანია კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენა. უცვლელი დატოვეს სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა. ამიტომ, ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნაა. წერილში არაფერია გაფიცულების სხვა მოთხოვნებზე.
| Print |