საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გზის გადაკეტვას აპირებენ

პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. იმ შემთხვევაში,თუ კომპანია გადაწყვეტს მინერალურო წყალი გამოიტანოს რეალიზაციისთვის ქარხნიდან, მუშები გადაკეტავენ ცენტრალურ გზას და რკინიგზას. მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანიამ მძღოლები ჩამოიყვანა სხვა რეგიონიდან და აპირებენ მარაგის, რომელიც ქარხანაში წინა თვეებში შეიქმნან, დისტრიბუცია მოახდინონ.

პირველ ქარხანასთან მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები. მუშები ამბობენ, რომ არ სურთ კონფლიქტი ან დაძაბულობა, თუმცა თუ მათი პოზიციის მიუხედავად, ადმინისტრაცია დისტრიბუციას განახორციელებს და ინციდენტი მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მენეჯმენტს.

| Print |